ბრიტანელი ბიზნესმენი გრეჰემ ბონემ-კარტერი რუსი ოლიგარქის ოლეგ დერიპასკას სანქციებისგან თავის არიდებაში დახმარების გამო აშშ-ის მოთხოვნით დააკავეს.
ბონემ-კარტერი დიდ ბრიტანეთში დააკავეს, აშშ-ის ფედერალურმა პროკურატურამ კი განაცხადა, რომ მის ექსტრადიციას მოითხოვენ.
პროკურატურის ცნობით, ბრიტანელი ბიზნესმენი თავის დამსაქმებლის, სანქცირებული რუსი ოლიგარქის ოლეგ დერიპასკას საკუთრებას მართავდა და მას სხვა ტიპის მომსახურებებსაც უწევდა. მათ შორის, აშშ-ში დერიპასკას აქტივებისა შენარჩუნებისა და მართვის მიზნით საერთაშორისო სანქციების წესების დარღვევით მალავდა დაფინანსების წყაროებს.
პროკურატურის ცნობით, კარტერი დერიპასკას ნაცვლად გადახდებს აწარმოებდა და ასევე სცადა, აშშ-ში არსებული მისი ხელოვნების ნიმუშები საზღვარგარეთ გადაეტანა.
ოლეგ დერიპასკა, 54 წლის რუსი მილიარდერია, რომელიც რუსული ალუმინის გიგანტი კომპანიის Rusal-ის მფლობელია და ასევე პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოკავშირედ მოიაზრებს.
ის აშშ-მ 2018 წელს დაასანქცირა. ვაშინგტონის ცნობით, ის ერთ-ერთია იმ რუს ოლიგარქებსა და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის, ვინც აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების მიზნით ჩაერია.
დერიპასკა ერთ-ერთი იყო იმ 7 ოლიგარქიდან ვისაც გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ 10 მარტს რუსეთის ხელისუფლებასთან და მის პრეზიდენტთან ახლო კავშირებისა და "უკრაინის დესტაბილიზაციისა და საფრთხის შექმნაში ჩართულობის გამო" სანქციები დაუწესა.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გასულ თვეში დერიპასკას საკუთრების შენარჩუნების მიზნით სანქციების დარღვევით აშშ-ის ფინანსთა სისტემის გამოყენების გამო ბრალი წარუდგინა. აშშ-ის ცნობით, დერიპასკამ დაიქირავა ქალი, რათა მის ნაცვლად ეყიდა კალიფორნიის მუსიკის სტუდია.
პროკურატურის ცნობით, ბონჰემ-კარტერი დერიპასკას მფლობელობაში არსებულ ობიექტებზე დაახლოებით 2003 წლიდან მუშაობდა, მართავდა მის საცხოვრებელ ქონებას, როგორც გაერთიანებულ სამეფოში ასევე ევროპის სხვა ქვეყნებშიც.