logo
ENG



რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინამ ბელგოროდი დაბომბა, შედეგად აფეთქდა საბრძოლო მასალების საწყობი

13 ოქტ 202223:47
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/13/j6xomah3xe499qu.jpg

რუსეთის ბელგოროდის რეგიონის ხელმძღვანელი, ვიაჩესლავ გლადკოვი აცხადებს, რომ რეგიონის ერთ-ერთ დასახლებაში აფეთქდა საბრძოლო მასალების საწყობი. მისი თქმით, რეგიონი უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაბომბეს, რამაც აფეთქებები გამოიწვია.

რუსეთის ცნობით, აფეთქებები სოფელ ოქტიაბრსკში მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

„ბელგოროდის რეგიონის სოფელში უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან დაბომბვის შედეგად აფეთქდა შეიარაღების საწყობი. პირველადი მონაცემებით მსხვერპლი ან დაშავებულები არ არიან. მოსახლეობა უსაფრთხო მანძილზე ახლა გადაჰყათ“ - განაცხადა გლადკოვმა საკუთარ ტელეგრამ არხზე.

უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმას არ ადასტურებს.

 

close დახურვა