თურქეთის ჩრდილოეთით, ბართინის პროვინციის მაღაროში აფეთქება მოხდა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა, სულ მცირე, 28 ადამიანი.
BBC-ის ცნობით, აფეთქების დროს მაღაროში, დაახლოებით, 110 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ნახევარი 300 მეტრის სიღრმეზე.
მედია წერს, რომ სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მაღაროდან 11 ადამიანის ამოყვანა მოახერხეს და მათ ახლა სამედიცინო დახმარება უტარდებათ.