logo
ENG



ადვოკატი: ვახტანგაშვილმა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება შეასრულა კეთილსინდისიერად

19 ოქტ 202211:51
3 წუთის საკითხავი
 

ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული გიორგი ვახტანგაშვილი ამბობს, რომ მან თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება ჯეროვნად შეასრულა. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა ჟურნალისტებთან განაცხადა, როდესაც თავისი დაცვის ქვეშ მყოფის მონახულების შემდეგ წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა.

ვახტანგაშვილი თბილისის მერიაში გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ადვოკატი აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით უცნობია, რა ბრალს წარუდგენენ ვახტანგაშვილს.

"გიორგი ვახტანგაშვილმა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება და ვალდებულება შეასრულა კეთილსინდისიერად და ჯეროვნად. ჩვენთვის ვარაუდის დონეზეა, რას მიედავება მას საგამოძიებო ორგანო. ეს გახლავთ სავარაუდოდ სამსახურებრივი გულგრილობა. ამ მოცემულობით, ამ მდგომარეობით, როდესაც ბრალის შესახებ დადგენილება გადმოცემული არ გვაქვს და არ ვიცით საქმის მასალები, მისთვის უცნობია, რაში უნდა გამოხატულიყო სამსახურებრივი გულგრილობა", - აღნიშნავს ადვოკატი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ვაკის პარკში მომხდართან დაკავშირებით 9 პირი დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან გრინსერვისი+-ის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე.


close დახურვა