logo
ENG



მურუსიძე: მეტი ობიექტურობა წარმოგიდგენიათ? იკრიბება კონფერენცია და ფარულად აძლევენ ხმას

25 ოქტ 202220:24
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/25/sqgn6cyy6i6a703.png

უფრო მეტი ობიექტურობა სადმე წარმოგიდგენიათ? როდესაც იკრიბება მოსამართლეთა კონფერენცია და ისინი ფარული კენჭისყრით აძლევენ კანდიდატს ხმას? რასაც მე გეუბნებით, ის მოისმინეთ და უფრო წინ იქნება არასამთავრობოების საქმეს, სხვათა შორის, ჭორებზე რომ აგებენ რაღაც სიტუაციებს. გამოდიან არასამთავრობოები და გვლანძღავდნენ რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით, აღმოჩნდა მერე, რომ რუსთავი 2-ის საქმე იყო სწორი და კანონიერად გადაწყვეტილი. ვინმემ მოიხადა ბოდიში? ამიტომ ეს არის უპასუხისმგებლო, არასამთავრობო ორგანიზაციები, უზრდელები პირდაპირ.


close დახურვა