logo
ENG



სიღნაღის მუნიციპალიტეტში ძმამ და მოკლა

27 ოქტ 202212:28
3 წუთის საკითხავი
 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ძმამ და მოკლა. შემთხვევა გვიან ღამით ქუჩაში მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებული დაკავებულია. მას ბრალად ედება ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა მამაკაცმა სიღნაღში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თავის დას - 1988 წელს დაბადებულ მ.ა.-ს ფიზიკური დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ზ.ა. ცხელ კვალზე დააკავეს.

ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-117-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს"- ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა