logo
ENG



გვრიტიშვილი არასამთავრობოებზე: ჩემთვის არიან კოლექტიური გიგაურები, კლანი იქით არის

27 ოქტ 202223:51
3 წუთის საკითხავი
clock 719
2022/10/27/idqnar3axx61o5r.jpg

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს "კოლექტიურ გიგაურებს" უწოდებს და ამბობს, რომ "კლანი იქით არის". ამის შესახებ მან იმედი LIVE-ში განაცხადა.

გვრიტიშვილის თქმით, სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ NGO-ების მხრიდან მიმდინარეობს კამპანია, რომელსაც ორი მოტივაცია აქვს. კერძოდ, გვრიტიშვილი ამბობს, რომ NGO-ები "რაც მეტად აპოკალიპტურ სურათს დახატავენ, მით უფრო მეტ დაფინანსებას მიიღებენ" და "მათ სურთ, რომ საკადრო პოლიტიკაზე კონტროლის ბერკეტი მოიპოვონ".

გვრიტიშვილი ამბობს, რომ სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ მიმდინარე ორკესტრირებული კამპანია, არა მხოლოდ NGO-ების მიერ ორგანიზებულია, არამედ მათ უკან გარკვეული პოლიტიკური ძალები დგანან.

"არასამთავრობო სექტორს ბევრი რაღაც უჩენს კითხვებს. არაერთი წელია უკვე, პერიოდულად, სხვადასხვა დროს ხორციელდება ტალღები სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ, ეს ემთხვევა ხოლმე გარკვეულ პოლიტიკურ ვითარებას. მოგეხსენებათ, ახლა ევროინტეგრაციის დასკვნით ფაზაშია საქართველო, ასოცირების ხელშეკრულების საფუძველზე ბოლო წლები ან ბოლო რამდენიმე წელი არის განსაკუთრებული მონიტორინგი, იმ მიზნით, საბოლოოდ გაწევრიანდეს თუ არა საქართველო ევროკავშირში. ამიტომ, ერთ-ერთი ცენტრალური თემა ყოველთვის იყო სასამართლო ხელისუფლების რეფორმის თემა, ახლაც დაიწყო ახალი ტალღა ამ კამპანიის, ისევ ამ ე.წ არასამთავრობო, სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან. დღეს ვუწოდე ეთერში კოლექტიური გიგაურები, როგორც მათ დაგვარქვეს ჩვენ კოლექტიური მურუსიძეები. ისინი ჩემთვის არიან კოლექტიური გიგაურები, იმიტომ რომ თუ დავაკვირდებით, განსხვავებული მოსაზრება არც ერთი მათგანისგან არ ისმის, რასაც გააჟღერებს მათი ე.წ გურუ, ეკა გიგაური, გამოკვეთილი ლიდერი ამ სექტორის, დანარჩენები კვერს უკრავენ ერთხმად. კლანი იქით არის.

ჩემი აზრით ორი მოტივაცია არსებობს, ერთი, სუფთა მერკანტილური. იმიტომ რომ, რაც უფრო აპოკალიპტურ სურათს დახატავენ სასამართლო ხელისუფლებასთან მიმართებაში, მეტ დაფინანსებას მიიღებენ. ესე იგი, არასამთავრობო სექტორის კონტროლი, საზოგადოებრივი კონტროლის გაძლიერება სასამართლოზე არის აუცილებელი, ამიტომ გრანტების სახით დაფინანსება ულევად წამოვა მათკენ. მეორე - კონტროლის მექანიზმი. მათ სურთ, რომ გარკვეულწილად, იგივე საკადრო პოლიტიკაზე სასამართლოში იქნება ეს მოსამართლეების დანიშვნა თუ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრების არჩევა, გარკვეულ ამ პროცესებზე კონტროლის ბერკეტი მოიპოვონ.

რა თქმა უნდა, ლევანმაც ისაუბრა გუშინ, ამაზე გავაკეთეთ გუშინ განცხადება, ზუსტად ამას ვგულისხმობდით, რომ ე.წ თავდასხმით რეჟიმზე გადავდივართ, რომ რა თქმა უნდა, ისინი მარტონი არ არიან. რომ ვამბობ, რომ ორკესტრირებული კამპანია მიმდინარეობს, ეს მხოლოდ ე.წ სამოქალაქო სექტორის ორგანიზებული არ არის. აქ, გარკვეული პოლიტიკური ძალები, ბოლომდე, როგორც ვთქვით, პერიოდულად საზოგადოებას დაველაპარაკებით კონკრეტული სახელებით, გვარებით, ქრონოლოგიურად, თუმცა ზოგადად ვამბობთ იმას, რომ რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ მათი ორგანიზებით არ არის, ისინი არიან ამ კამპანიის მონაწილეები, აქ არის ჩართული კონკრეტული პოლიტიკური ძალები, სხვა სტრუქტურები, რომელთაგანაც შეიძლება დაფინანსება მოდიოდეს და ა.შ", - ამბობს გვრიტიშვილი.


close დახურვა