logo
ENG



რუსულმა ძალებმა კრამატორსკის მიმართულებით 14 რაკეტა გაუშვეს

01 ნოე 202214:35
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/01/7v29bg6j8wzx5m9.jpg

კრამატორსკის მერის, ოლექსანდრ გონჩარენკოს განცხადებით, რუსულმა ძალებმა კრამატორისკის მიმართულებით 14 რაკეტა გაუშვეს.

"14 რაკეტა მოხვდა კრამატორსკის ინდუსტრიულ ზონას ღამით. მსხვერპლი არ არის," - თქვა კრამატორსკის მერმა.

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, ხარკივის რეგიონის ჩრდილო-აღმოსავლეთით სასტიკი ბრძოლები გრძელდება. რუსეთის ფედერაცია აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმები წარუმატებელია. ამასთან, ISW თვლის, რომ უკრაინის გენერალური შტაბის კომენტარები რეგიონში არსებულ ვითარებაზე უფრო თავშეკავებულია. ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, ეს შეიძლება მიუთითებდეს უკრაინის თავდაცვის ძალების წინსვლაზე სვატოვოსკენ.

უკრაინის სარდლობამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კრემენაია-სვატოვოს გზატკეცილი სრული სახანძრო კონტროლის ქვეშ აიყვანეს. მათი თქმით, რუს ოკუპანტებს, თავის მხრივ, ეშინიათ შესაძლო გარემოცვის.

გასული დღის განმავლობაში, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 650 ოკუპანტი გაანადგურეს, ხოლო ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 72 470 ჯარისკაცი დაკარგა.


close დახურვა