ევროკომისიის 12 პუნქტს ხელისუფლება არა ევროინტეგრაციისთვის, არამედ ისევ ოპონენტების დევნისთვის იყენებს, - ასეთი მიზანი აქვს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს, რომელიც მმართველმა, ანუ ოლიგარქის პარტიამ, რადიკალურ ფრთასთან ერთად, პირველი მოსმენით დაამტკიცა, პროექტს ოპოზიციის მხარდაჭერა არ აქვს. "კანონი, რომელიც შეეხება ყველას, ივანიშვილის გარდა, კანდიდატის სტატუსის მიღებაში ქვეყანას არ დაეხმარება", - აცხადებენ ოპოზიციაში და ალტერნატიულ ინიციატივას ამზადებენ.
ვინ არის ოლიგარქი?
03 ნოე 202220:36
3 წუთის საკითხავი