logo
ENG



კულებას თქმით, წლის ბოლომდე უკრაინა საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის ახალ სისტემებს მიიღებს

05 ნოე 202216:22
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/05/zhdju8qnddm43t0.jpg

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, წლის ბოლომდე უკრაინა საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის ახალ სისტემებს მიიღებს.

"ჩვენ გვაქვს წესი: ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარს მიწოდებაზე მანამ, სანამ მიმწოდებელი ქვეყანა ამას თავად არ გააკეთებს, ან არ შევთანხმდებით, რომ შეგვიძლია ამაზე საუბარი. საქმე ბევრია, საჰაერო თავდაცვის სისტემებიდან დაწყებული.

უკვე მიღწეულია შეთანხმებები როგორც პრეზიდენტთან, ასევე მთავრობის დონეზე ზოგიერთ ქვეყანასთან. არის რაღაცები, რაც მომავლისთვის მუშავდება. როდესაც, ისინი განხორციელდება, თქვენ გეცოდინებათ. ყოველ შემთხვევაში, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს წლის ბოლომდე მოხდეს და ამაზე შეთანხმებები არსებობს," - თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

უკრაინული მედიის ცნობით, რუსი ოკუპანტების მიერ სამოქალაქო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მუდმივი სარაკეტო თავდასხმების გამო, უკრაინა აქტიურად მუშაობს დასავლელი პარტნიორებისგან თანამედროვე საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემების მისაღებად.


close დახურვა