logo
ENG



7 193 ფიზიკური და იურიდიული პირი ავტოსატრანსპორტო გამონაბოლქვის შეუსაბამობისთვის დაჯარიმდა

06 სექ 202413:01
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/06/8wuhs5sqk1seidd.jpg

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებით, ერთი წლის განმავლობაში, მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვისთვის კანონთან შეუსაბამობისთვის 7 193 იურიდიული და ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

ინფორმაციის მიხედვით, თბილისში - 3 453, ქუთაისში - 1 403, ბათუმში - 1 233 - ბათუმში, ხოლო რუსთავში - 1 104 დარღვევაა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში ამბობენ, რომ თავდაპირველად, ფიზიკური პირისთვის ჯარიმა 100 ლარია, მეორე ჯერზე - 300 ლარი, მესამე ჯერზე - 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა, შესაბამისად, 500, 1500 და 3000 ლარია.

გარემოსდაცვითის დეპარტმენტის ცნობით, 2023 წლის 4 სექტემბრიდან საქართველოს 4 დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვს აკონტროლებს. 

 


close დახურვა