7 ნოემბერის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა. სააკაშვილისთვის, რომელიც სხვა საქმეებზე გამოტანილი განაჩენით უკვე მსჯავრდებულია, ამ ეტაპზე ეს ფიზიკურად არაფერს ცვლის.
გადაწყვეტილება მოსამართლეთა კოლეგიამ - ლია ორკოდაშვილმა, ნინო ელიეშვილმა და მაია ქოქიაშვილმა მიიღო.
7 ნოემბრის საქმეში მიხეილ სააკაშვილთან ერთად სწორედ გიგი უგულავა ფიგურირებს, ისევე, როგორც დავით კეზერაშვილი და ზურაბ ადეიშვილი. მათი აღკვეთის ღონისძიება სასამართლომ უცვლელი დატოვა, ვინაიდან, "არ გამოვლენილა ახალი გარემოებები".
საქმის განხილვა 29 ნოემბერს გაგრძელდება.
ადვოკატმა ბექა ბასილაიამ თქვა, რომ სასამართლო ელოდება, როდის დამძიმდება მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური მდგომარეობა ისე, რომ სასამართლოში მისვლა ვერ შეძლოს.
დღევანდელ პროცესზე, რომელიც 4 საათს გაგრძელდა, მოსამართლემ უარი თქვა, მიხეილ სააკაშვილი პროცესზე დისტანციურად ან ტელეფონით ჩართულიყო. ნინო ელიეშვილის თქმით, ექსპრეზიდენტს ამის საშუალება შემდეგ პროცესზე მიეცემა.
სასამართლოს დარბაზში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანაზე უარი განაცხადა იუსტიციის სამინისტომ. მათი განცხადებით, გადაყვანის დროს "შესაძლოა მომხდარიყო დესტრუქციული ქმედებები 500-600 მანქანის მონაწილეობით".