შემზარავი შემთხვევა, რომელიც ბავშვზე სავარაუდო სექსუალურ ძალადობას უკავშირდება. წინასწარი პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელიც 7 წლის დისშვილის გაუპატიურებაშია ბრალდებული. არსებული ინფორმაციით, ბავშვმა ძალადობის შესახებ სკოლაში თქვა, რის შემდეგაც მანდატურის სამსახური პოლიციას დაუკავშირდა. კაცი მალევე დააკავეს. განცხადება გააკეთა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ - არასრულწლოვანთან ახლა ფსიქოლოგი მუშაობს.