logo
ENG



8$ მილიარდის ღირებულების გაყინული რუსული აქტივები შესაძლოა უკრაინის აღდგენას მოხმარდეს

27 სექ 202317:12
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/27/jqm2fagoaf7ypmx.png

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაყინა 8 მილიარდი დოლარის ღირებულების რუსული სუვერენული აქტივები, რომელთა ძირითადი ნაწილიც ევროკავშირსა და იაპონიაშია განთავსებული.

უკრაინის ეკონომიკური აღდგენის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, პერი პრიცკერის განცხადებით, დასავლეთის მიერ გაყინული რუსეთის სუვერენული აქტივები გამოყენებული უნდა იყოს უკრაინის ომის შემდგომი აღდგენისთვის.

თუმცა აღსანიშნავია, დასავლურ ქვეყნებში ამგვარი ნაბიჯის კანონიერებისა და მართებულობის შესახებ ჯერ კიდევ არსებობს კითხვები.

”საკითხს არა იურიდიული, არამედ ეთიკური და მორალური თვალსაზრისით რომ შევხედოთ, იმ ნგრევის გათვალისწინებით, რაც რუსეთმა უკრაინაში გამოიწვია, თქვენ იცით, რომ მათაც უნდა შეიტანონ სათანადო წვლილი უკრაინის აღდგენაში. თუ სამართლებრივად როგორ მოხერხდება ეს, ამაზე მუშაობა მიმდინარეობს", - განაცხადა პრიცკერმა.

გასული წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთი სრულმასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ, დასავლეთის ქვეყნებმა 300 მილიარდი დოლარის ღირებულების რუსული სუვერენული აქტივები გაყინეს. ზოგიერთმა ქვეყანამ მოითხოვა ეს თანხა კიევისთვის დაფინანსების უზრუნველსაყოფად ყოფილიყო გამოყენებული. მაგრამ სხვა დაინტერესებული მხარეები - მათ შორის ევროპის ცენტრალური ბანკი - მაინც გამოთქვამდა სიფრთხილეს ამგვარი ნაბიჯის კანონიერებისა და შედეგების შესახებ.


close დახურვა