ხელისუფლება მიწის სისტემური რეგისტრაციის დაწყებას აპირებს. მომდევნო 3 წლის განმავლობაში ჯამში მილიონ ჰექტარზე მეტი მიწის რეგისტრაცია იგეგმება. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, პირველი ეტაპის გეგმა განიხილეს. 8-თვიანი პროექტის ფარგლებში, რომელიც ზაფხულში უნდა დაიწყოს, მიწების რეგისტრაცია, რამდენიმე მთიან რეგიონში დაიწყება, შემდეგ კი პროექტი გაფართოვდება და საქართველს ყველა რეგიონს მოიცავს.
"8-თვიან პროექტს ჩავრთავთ ივლისიდან. ეს მოხდება მოსამზადებელი სამუშაოები შემდგომ იმისთვის, რომ რამდენიმე საპილოტე მთიან სოფლეში სისტემური რეგისტრაციით შევიდეს საჯარო რეესტრი. ასევე ჩაერთვება სისტემური რეგისრტაციის პროექტი ათეულობით სოფელში, ხოლო 2021 წლის იანვრიდან ჩაირთვება სამწლიანი პროექტი", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.