logo
ENG



უკრაინის ცნობით, ხერსონისა და მიკოლაივის რეგიონებში ჯამში 12 დასახლება გაათავისუფლეს

10 ნოე 202222:43
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/10/m2q9gwvejwt9zcz.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, დღის განმავლობაში უკრაინამ ხერსონისა და მიკოლაივის რეგიონებში ჯამში 12 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა.

შეიარაღებული ძალების მეთაურის ცნობით, დღის განმავლობაში პეტროპავლივკა - ნოვორაისკის მიმართულებით უკრაინის თავდაცვის ძალები 7 კილომეტრით დაწინაურდნენ და კონტროლი 6 დასახლებაზე დაიბრუნეს. უკრაინა ასევე დაწინაურდა მიკოლაევში მდებარე პერვომაისკოედან ქალაქი ხერსონის მიმართულებით და აქაც 6 დასახლება დაიბრუნა.

დღეს საღამოს სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა ინფორმაცია და შესაბამისი ფოტო და ვიდეო მასალა, სადაც ჩანს, რომ უკრაინამ ხერსონის რეგიონში სოფლები კაჩკაროვკა და მილოვოე გაათავისუფლა. ორივე მათგანი კახოვკას წყალსაცავის სანაპიროზე მდებარეობს.

 

close დახურვა