logo
ENG



დარღვეული ვადები - პარლამენტს კანონდარღვევაში ადანაშაულებენ

11 ნოე 202220:30
3 წუთის საკითხავი
clock 264

ქართული ოცნება ცესკოს თავმჯდომარის არჩევას აჭიანურებს. არის თუ არა მიზეზი ის, რომ მმართველი პარტია პრეზიდენტთან ვაჭრობს. ზურაბიშვილმა ორი კანდიდატი წარადგინა, მათ შორის არ იყო მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი. ვარაუდობენ, რომ სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია ოცნების უკმაყოფილება.  თუმცა არსებობს მეორე გარემოებაც - თუ ახალ თავმჯდომარეს არ აირჩევენ, მოქმედს უგრძელდება ვადა, რაც ოცნებისთვის ასევე არ იქნება მიუღებელი სცენარი. დღეს ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერმა მოადგილემ განაცხადა, რომ პროცესის გაჭიანურებით კანონი ირღვევა და პრეზიდენტის დასახელებულ ორ კანდიდატს ურჩია, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართონ.  


close დახურვა