სუს-ის ხელშეუხებელი კადრები თბილისის მერიაში, რომლებიც პოსტებს ყველაზე ხანგრძლივად ინარჩუნებენ და წლიდან წლამდე საკუთარ გავლენებს და ქონებას ზრდიან. საჯარო მოხელეების ქონებრივი დეკლარაციებიდან დგინდება, რომ თბილისის მერიასა და საკრებულოში დაწინაურებული კადრები, ყველაზე აქტიურად გამდიდრების და ოჯახის წვერების სარფიანად დასაქმებაზე მუშაობენ. შაბათის ფორმულამ რამდენიმე საჯარო მოხელის დეკლარაცია შეისწავლა და აღმოაჩინა, რომ მაგალითად თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი, რომელიც ამ პოსტზე ჯერ კიდევ ნარმანიას მერობის დროს დაინიშნა. ნათესავების და მეგობრების დასაქმება, არც საკრებულოში კრწანისის მაჟორიტარ დეპუტატს, ლევან ჯაფარიძეს დავიწყებია, სამაგიეროდ დაავიწყდა, დეკლარაციაში მიეთითებინა, მისი საცხოვრებელი სახლის ღირებულება. შაბათის ფორმულას ჟურნალისტის კითხვას, რატომ არ შეიტანა დოკუმენტებში, ახალაშენებული ბინა თბილისის პრესტიჟულ უბანში, კრწანისის დეპუტატმა იცრუა და თქვა, რომ იქ ქირით ცხოვრობს. როგორ გაიშიფრა კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატის ტყუილი და რა შეცდომა დაუშვა დაბნეულმა დეპუტატმა - ნახეთ შაბათის ფორმულაში.
დამალული ქონება - შაბათის ფორმულა
12 ნოე 202220:18
3 წუთის საკითხავი