![2022/11/13/bx9n3608u9ohzvt.jpg](/uploads_script3/articles/2022/11/13/bx9n3608u9ohzvt.jpg)
თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, სტამბოლში მომხდარი აფეთქება, შესაძლოა, ტერორისტული აქტი იყოს.
"არის იმის ნიშნები, რომ საქმეში ქალი ფიგურირებს. საბოლოო დასკვნა გამოძიების დასრულების შემდეგ გაკეთდება", - თქვა ერდოღანმა.
სტამბოლის ცენტრში აფეთქება დღეს, 13 ნოემბერს მოხდა. ბოლო ცნობებით, გარდაცლილია 6 ადამიანი, დაშავებული - 53.