ევროკომისრის ვიზიტი და განსხვავებული შეფასებები ოლივერ ვარჰეის გზავნილებთან დაკავშირებით. გაფართოების საკითხებში კომისარი საქართველოში პირველად ჩამოვიდა, რაც ქვეყანამ ევროკომისიისგან 12 რეკომენდაცია მიიღო. ღარიბაშვილთან გამართულ პრესკონფერენციაზე დიდი დრო დაეთმო ოპოზიციის ნეგატიურ როლზე ლაპარაკს, კითხვის დასმის საშუალება მთავრობის ადმინისტრაციაში ფორმულას არ მისცეს. ვის უნდა შეეხოს დეოლიგარქიზაცია, ნიკა გვარამიას და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა, - ამ კითხვებზე კონკრეტული პასუხი ევროკომისარს არ აქვს. ამბობს, რომ საქართველოს პოლიტიკაში ჩახედული არაა, მაგრამ აქვე ამბობს, რომ ეკონომიკა ყვავის.
ვინ როგორ გაიგო ევროკომისრის გზავნილები?
15 ნოე 202220:00
3 წუთის საკითხავი