logo
ENG



ვაშაძე ღარიბაშვილს: ბრიუსელში გითხრეს, მორჩით ომზე საუბარს, მოკეტეთო, რატომ აგრძელებთ?

18 ნოე 202215:34
3 წუთის საკითხავი
 

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა და უთხრა, რომ "ისტორიულად მნიშვნელოვან ეპოქაში, ხელისუფლებას სურს, გადაამტეროს ქვეყანა ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს დადა დატოვოს პირისპირ რუსეთთან".

"ამ მართლაც უმნიშვნელოვანეს ისტორიულ ეპოქაში, თქვენ გინდათ გადაგვამტეროთ ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს და დაგვტოვოთ პირისპირ რუსეთთან. რატომ ერთხელ გამოხვედით და არ თქვით, რომ არ ეთანხმებით ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ამერიკული ფინანსები თურმე არაფერი. სენატორი შაჰინი როცა ამბობს, რომ უნდა გადავხედოთო საქართველოსთან ურთიერთობებს, ეს არის თუ არა საფრთხე? გეკითხებით, ამაზე რა პასუხი გაქვთ. ეს არის რეალობა, რა რეალობაშიც ვცხოვრობთ", - თქვა ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძის თქმით, საქართველოს არ მისცემენ EU-ის კანდიდატის სტატუსს, სანამ ქვეყანაში რეალური და ფუნდამენტური რეფორმები არ გატარდება.

"არ მოგვცემენ კანდიდატის სტატუსს მანამ, სანამ ფუნდამენტური, რეალური რეფორმები არ იქნება ამ ქვეყანაში. ევროკავშირი ეს არის დემოკრატია, უსაფრთხოება, ეკონომიკური კეთილდღეობა, სანამ დემოკრატიის მიმართულებით ცოტა მაინც არ მივუახლოვდებით ევროკავშირს, სანამ გაქვთ სასამართლო, რომელსაც არც ინვესტორი ენდობა, საქართველოს არ უწერია ევროპული მომავალი. მე თქვენს ადგილზე არ გამეცინებოდა, იმიტომ რომ მე ჩემი შვილების, შვილიშვილების, ისტორიული წარსულის და აწმყოს წინაშე ვარ მართალი, თქვენ აუცილებლად მოგკითხავენ პასუხს იმ დანაშაულებრივ ქმედებებზე, რასაც სჩადიხართ. აქ იყავით მაისში მოსული და მაშინაც გითხარით, გადმოგეცით გზა, როგორ შეიძლებოდა დეპოლარიზაციას რომ გაიძახით, იქით წასულიყავით. რატომ, რატომ არ შესთავაზეთ რეალური ქმედებები არავის. ბრიუსელში რომ ჩახვედით და დახურულ შეხვედრაზე რომ გითხრეს, დაანებეთ ომზე საუბარს თავი და ნუ გვადანაშაულებთ სიცრუეში და პირდაპირ რომ გითხრეს სიტყვა, shut up, მოკეტეთ, რატომ აგრძელებთ იგივე რიტორიკას? ამ პირობებში გინდათ, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოთ? ამ იმ ევროპაში რა გინდათ, რომელსაც თქვენივე განცხადებაში ამბობთ, რომ სიმბოლურია თურმე კანდიდატის სტატუსი, ესე ფიქრობთ? 11 ივნისს თქვენი განცხადებაა პირადად, სიმბოლურია. აღარაფერს ვამბობ თქვენი ხელმძღვანელის, პარტიის თავმჯდომარის კობახიძის განცხადებაზე, რომელიც კი არ დაგეთანხმათ, წიაღსვლაში წავიდა, საერთოდ არანაირ ეკონომიკურ სარგებელს არ გვაძლევსო, ასე ფიქრობთ დღესაც და ეს არის გზა ევროპისკენ?", - თქვა ვაშაძემ.


close დახურვა