logo
ENG



ორბანის თქმით, უკრაინისთვის €18 მილიარდის გამოყოფის ევროკავშირის გეგმას მხარს არ დაუჭერს

19 ნოე 202211:13
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/19/opjrqbudxkrcedg.jpg

პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანის თქმით, უნგრეთი მხარს არ დაუჭერს ევროკავშირის გეგმას, მომავალ წელს უკრაინას მილიარდობით ევროთი დაეხმაროს.

ბუდაპეშტის კონფერენციაზე გამოსვლისას ორბანმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთი გმობს რუსულ აგრესიას და მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს, მას არ სურს უკრაინის ინტერესები საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე წინ დააყენოს.

დახმარების გეგმა მოიცავს უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს გამოყოფას, რათა დაეხმაროს ენერგეტიკისა და ჯანდაცვის ობიექტების მუშაობას, ასევე ხელფასებისა და საპენსიო სქემების დაფინანსებას.

უნგრეთის უარმა შესაძლოა მთლიანად ჩააგდოს დახმარების პაკეტი, რადგანაც ევროკავშირის ბიუჯეტში ცვლილებების შესატანად ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობაა საჭირო.

ალტერნატივად ორბანმა ევროკავშირს შესთავაზა, თვითონ წევრმა სახელმწიფოებმა განსაზღვრონ რამდენის გამოყოფა შეუძლიათ უკრაინისთვის, რაც სამართლიანი და პროპორციული იქნება.

მისი თქმით, უნგრეთი უკრაინას საკუთარი ბიუჯეტიდან 60-70 მილიონ ფორინტს (152-178 მილიონ დოლარს) გამოუყოფს ორმხრივი პირობის საფუძველზე - თანხა, მისი თქმით, ფუნდამენტურად არ დააზარალებს უნგრეთის ეროვნულ ინტერესებს.


close დახურვა