მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ვალერი გელბახიანი ტვ პირველთან ინტერვიუში აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ექსპერტები მიუთითებენ რომ ის მოწამლულია.
გელბახიანის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესება იძლევა ამის თქმის საფუძველს ვინაიდან სხვა დაავადებები ამგვარად არ განვითარდებოდა.
“ექსპერტები პირდაპირ მიუთითებენ, რომ ის ნიშნები, რომლებიც მოწამვლას ახასიათებს, ის ელემენტები არის აღმოჩენილი ბიოფსიური კვლევის შედეგად მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში და ის დინამიკა, რომელიც მის დაავადებებს მოჰყვა ჯანმრთელობის გაუარესების თვალსაზრისით, არის საფუძველი ითქვას, რომ არის მოწამლული, სხვაგვარად ასე არ განვითარდებოდა არცერთი დაავადება. თუ ხანგრძლივობა დაემთხვევა ვივამედში ყოფნის პერიოდს მაშინ, ბუნებრივია, ვივამედი იქნება ამაზე პასუხისმგებელი. თუ არადა მაშინ იქ, სადაც მანამდე იყო მოთავსებული“ - განაცხადა გელბახიანმა ტვ პირველთან ინტერვიუში
მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ასევე განაცხადა ჟურნალისტებთან რომ პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის ორგანიზმში ვერცხლისწყალი აღმოაჩინეს. მისი თქმით, სააკაშვილის ორგანიზმში ნივთიერება მხოლოდ ხელოვნურად შეიძლებოდა მოხვედრილიყო, თუმცა უცნობია რა გზით.