მოსკოვის ცენტრში, კომსომოლსკაიას მოედანზე მდებარე სასაწყობო სივრცეში ხანძარი გაჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართის სამსახურში ამბობენ, რომ ხანძრის გაჩენის შემდეგ შენობის პირველი და მეორე სართულებს შორის არსებული გადახურვა ნაწილობრივ ჩამოინგრა.
შენობიდან 7 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია 80 მეხანძრე-მაშველი, 20 ერთეული ტექნიკა და 3 ვერტმფრენი. ცეცხლი 2 500 კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული და მისი ქრობა გართულებულია შენობის დაგეგმარებით.
შენობა 3 მეტროსადგურთან ახლოს არის განლაგებული.