პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ კანდიდატებს კენჭი უყარა.
ყველაზე მეტი ხმა მოქმედი ომბუდსმენის ნინო ლომჯარიას მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ მიიღო. მას მხარი ქართულმა ოცნებამ, ლელომ, ნაციონალურმა მოძრაობამ და საქართველოსთვის დაუჭირეს.
რაც შეეხება კიდევ ერთ კანდიდატს, ანა აბაშიძეს, მას მხარი ქართულმა ოცნებამ და ლელომ დაუჭირა.
კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა ნაზი ჯანეზაშვილს. მიზეზად ჯანეზაშვილის კომიტეტზე გასაუბრებაზე არ მისვლა დასახელდა. მას ხმა მხოლოდ ლელომ და ნაციონალურმა მოძრაობამ მისცა, რომელსაც ნატო ჩხეიძე წარმოადგენდა.
ჯანეზაშვილის გარდა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა კიდევ 3 კანდიდატს: გიორგი ცობეხიას, ჯემალ ნათელაშვილს, ნიკოლოზ ნიკოლაძეს - მათ კანდიდატურები მოხსნეს.
ასევე, ადამიანის უფლებათა კომიტეტზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საბოლოო კენჭისყრაზე, რომელიც პლენარულ სხდომაზე ჩატარდება, 19-ვე კანდიდატს უყრიან კენჭს.