logo
ENG



ოლიგარქი, რუსული კავშირები, საქართველოს მომავალი - ფოტიგა ბრიუსელში კონფერენციას გამართავს

22 ნოე 202217:23
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/22/tw5kui0fv9vpmif.jpg

"ოლიგარქი, რუსული კავშირები, ომი უკრაინაში და საქართველოს მომავალი" - ამ სახელწოდებით ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფის წევრი, ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა 29 ნოემბერს ბრიუსელში კონფერენციას გამართავს.

ევროპარლამენტარი Twitter-ზე კონფერენციის ბანერს აქვეყნებს, რომელზეც ბიძინა ივანიშვილის ფოტოა დატანილი. ფოტიგა წერს, რომ "საქართველოს მომავალი ტრანსატლანტიკურ ოჯახშია".

"საქართველო კოლექტიურ დასავლეთს ეკუთვნის და ქსელი, რომელიც ცდილობს ქვეყანა რუსკი მირის გავლენის ქვეშ შეინარჩუნოს, უნდა გამოაშკარავდეს. ჩვენ სწორედ უნდა მივუდგეთ ამ პრობლემას და დავრწმუნდეთ, რომ საქართველოს მომავალი ტრანსატლანტიკურ ოჯახშია", - წერს ევროპარლამენტარი.

29 ნოემბერს დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა, საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელი, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორი დევიდ კრამერი, პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის პროფესორი თორნიკე გორდაძე, უკრაინის რადას წევრი ოლექსი გონჩარენკო და ქართული ლეგიონის ხელმძღვანელი მამუკა მამულაშვილი.


close დახურვა