logo
ENG



ერევანში პუტინის ვიზიტის წინ, სომხეთის პროდასავლური ოპოზიცია აქციას მართავს

23 ნოე 202200:40
3 წუთის საკითხავი
clock 824
2022/11/23/qd641rxjxsj4r4y.jpg

ერევანში ОДКБ-ის (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია) სამიტისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წინ, სომხეთის პროდასავლური ოპოზიცია საპროტესტო აქციას მართავს.

დემონსტრანტები ქვეყანაში პუტინის ვიზიტს ეწინააღმდეგებიან, ასევე ითხოვონ, რომ სომხეთი გავიდეს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან. ცნობისთვის, 23 ნოემბერს ერევანში ОДКБ-ის სამიტის გამართვაა დაგეგმილი, რომელსაც პრეზიდენტი პუტინიც დაესწრება.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ ანტირუსულ ლოზუნგებს: "რუსეთი მტერია!", "ОДКБ მტერია!". ისინი ამბობენ, რომ რუსეთი და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია არ დაეხმარნენ სომხეთს არც სექტემბერში აზერბაიჯანთან შეტაკებების დროს და არც მას შემდეგ.

აქციის ორგანიზატორების თქმით, პროტესტი გაგრძელდება 23 ნოემბერსაც, როდესაც კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნის ლიდერები ერევანში შეიკრიბებიან.


close დახურვა