
ვირჯინიის ქალაქ ჩესაპიკში, Walmart-ში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა. ბოლო ინფორმაციით, დაიღუპა 10-მდე ადამიანი.
პოლიციის წარმომადგენლის ლეო კოსინსკის თქმით, მაღაზიაში შესვლის დროს პოლიციამ რამდენიმე დაღუპული და დაჭრილი ადამიანი აღმოაჩინა. მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
კოსინსკის განცხადებით, თავდამსხმელი სავარაუდოდ გარდაცვლილებს შორისაა.