logo
ENG



ზურაბიშვილი: მართლმსაჯულების რეფორმა მთავარია, რათა გამოვიდეთ საბჭოთა სისტემიდან

24 ნოე 202214:06
3 წუთის საკითხავი
clock 528
ვახო ქარელი/ფორმულა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მართლმსაჯულების რეფორმა და მისი ბოლომდე მიყვანა არის მთავარი ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ამის შესახებ მან "მართლმსაჯულების სახლის" ინიციატივით გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, უნდა მოხდეს შეთანხმება იმაზე, თუ როგორ უნდა წავიდეს წინ მართლმსაჯულების რეფორმა. მანვე აღნიშნა, რომ "საქართველოს არ გააჩნია ძლიერი ინსტიტუტები, ინსტიტუტების პატივისცემა და არც ის პრინციპები, რაც არის მართლმსაჯულება".

"ჩვენ მართლაც ვიყავით ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა ამ ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ცოტაც ჩამოვრჩით, ასევე ჩვენი ბრალით, ერთობლივი ბრალით, ასე რომ ვთქვათ. 12 რეკომენდაციაში ნათელია, რომ მართლმსაჯულება და მისი რეფორმა ან მისი რეფორმის ბოლომდე მიყვანა არის მთავარი და მთავარი არის რატომ, იმიტომ რომ ეს არის საშუალება, გზა იმისთვის, რომ საბოლოოდ გამოვიდეთ საბჭოთა სისტემიდან. სხვა გზა არ არსებობს, აქედან გამომდინარეობს მერე ყველაფერი დანარჩენი, ადამიანების უფლების დაცვა, ბიზნესის დაცულობა, ევროპული უსაფრთხოების სტანდარტების დადგენა, დისკრიმინაციის დაძლევა, მოსმენების აუცილებლობის ან არ-აუცილებლობის დადგენა. მინდა ვთქვა, რომ ცოტა დამაკლდა თქვენი [ოპოზიცია] მხარდაჭერა, როცა ამ ძალიან არაევროპულ კანონზე დავდე ვეტო. უნდა შევძლოთ ერთმანეთთან შეთანხმება იმაზე, თუ როგორ უნდა წავიდეს წინ მართლმსაჯულების რეფორმა. ეს კონსენსუსის მიღწევა არის მთავარი დეპოლარიზაციის ნიშანი. ჩვენ არ გაგვაჩნია არც ძლიერი ინსტიტუტები, არც ინსტიტუტების პატივისცემა და არც ის პრინციპები, რაც არის მართლმსაჯულება", - თქვა ზურაბიშვილმა.

 

 

 


close დახურვა