logo
ENG



ადვოკატი: მონაზვნის გაუპატიურებისა და ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ

27 ნოე 202220:34
3 წუთის საკითხავი
clock 500
2022/11/27/nscazsf7mzwto6d.jpg

ხაშურში, სოფელ ცხრამუხის დედათა მონასტერში, მონაზვნის ჯგუფურად გაუპატიურებისა და ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული ორი პირი ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ ბრალდებულების ადვოკატი, გიგა ჯეირანაშვილი აცხადებს.

ადვოკატმა ბრალდებულები წინასწარი დაკავების იზოლატორში მოინახულა. მისი თქმით, ბრალდებულები ამტკიცებენ, რომ მონასტრის ტერიტორიაზე, 25 ნოემბერს, არც ერთი მათგანი არ ყოფილა. ამასთან, ადვოკატი აღნიშნავს, რომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.

25 ნოემბერს, ხაშურში, დედათა მონასტერს უცნობი პირები თავს დაესხნენ - გავრცელებული ინფორმაციით, ისინი მონასტრის დაყაჩაღებას ცდილობდნენ, რა დროსაც 70 წლის მონაზონზე ფიზიკურად და სექსუალურად იძალადეს. 

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ბრალდებულები 26 ნოემბერს დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი ჯგუფურად, დაზარალებულის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით) და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში (საცხოვრებელ კელიაში) უკანონო შეღწევით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა