logo
ENG



80 წლის კაცი არასრულწლოვან შვილიშვილზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს 

06 ივნ 202010:37
3 წუთის საკითხავი
clock 8703
psv2qiy4yhb9e2v.jpg

1940 წელს დაბადებული პირი, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ქარელში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბრალდებულმა მამაკაცმა ფიზიკურად იძალადა თავის შვილიშვილზე. ხოლო ბავშვმა ძალადობაზე ინფორმაცია სოციალურ მუშაკს მიაწოდა, რომელმაც ამის შესახებ პოლიციას შეატყობინა.

„დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ოჯახში ძალადობას გულისხმობს“, - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


close დახურვა