logo
ENG



80 წლის ქალი, რომელსაც საქართველოს ბანკმა სახლი ჩამოართვა, დახმარებას ითხოვს

18 მარ 202017:36
3 წუთის საკითხავი
 

ქუთაისში მცხოვრები 80 წლის ქალბატონი, რომელიც ავადმყოფ შვილიშვილთან ერთად ცხოვრობს, დახმარებას ითხოვს.

როგორც ლიანა შანიძე ამბობს, სესხის  გადაუხდელობის გამო, „საქართველოს ბანკმა“ მისი სახლი გადაიფორმა, შემდეგ კი დენი, გაზი და წყალი ჩაუჭრა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით "თავისუფალი საქართველოს " თანათავმჯდომარემ „საქართველოს ბანკის“ ქუთაისის ცენტრალურ ოფისთან ბრიფინგი გამართა. გოგი წულაია კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ბანკებს მსგავსი ქმედებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. 


close დახურვა