logo
ENG



პერსონალურ მონაცემთა დაცვა: ბაკურაძის მიერ პირადი მონაცემების მოპოვების შესწავლა დავიწყეთ

28 ნოე 202216:54
3 წუთის საკითხავი
clock 401
პერსონალურ მონაცემთა დაცვა: ბაკურაძის მიერ პირადი მონაცემების მოპოვების შესწავლა დავიწყეთ

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა კრიტიკული კომენტარების გამო, იმედის ჟურნალისტის მარიკა ბაკურიძის მიერ მოქალაქეების პირად ნომრებზე დარეკვის საკითხის შესწავლა დაიწყო. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"ტელეკომპანია "იმედის" მიერ განთავსებული სიუჟეტის ფარგლებში, აღნიშნული ჟურნალისტის მიერ განხორციელებული სატელეფონო ზარის ადრესატების პერსონალური მონაცემების დამუშავების (მოპოვების) ფაქტზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა საკითხის შესწავლა დაიწყო"- წერია განცხადებაში.

დღეს, 28 ნოემბერს გადაცემა იმედის დღის წამყვანმა, მარიკა ბაკურაძემ ერთ-ერთ სიუჟეტზე დაწერილი კრიტიკული კომენტარების ავტორებს პირად მობილურებზე დაურეკა და პასუხი მოსთხოვა

წამყვანს არ დაუკონკრეტებია, საიდან მოიპოვა მობილურის ნომრები და როცა ერთ-ერთი მოქალაქე ამით დაინტერესდა, ჟურნალისტმა მას უთხრა, რომ ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა.

 


close დახურვა