logo
ENG



ხარჩილავას თქმით, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მის მანქანას ცეცხლი ადამიანის ხელით გაუჩნდა

29 ნოე 202211:22
3 წუთის საკითხავი
clock 305

წალენჯიხის მერი, გია ხარჩილავა ამბობს, რომ ექსპერტიზამ მისი ავტომობილის აალების მიზეზი დაადგინა. მისი თქმით, ცეცხლი ხელოვნურად ადამიანის ხელით არის გაჩენილი.

როგორც ხარჩილავა ამბობს, ეს პოლიციის მიერ ჩატარებული ექსპერტიზაა.

"არც თვითაალებით დამწვარა და არც უგულისყურობით, მანქანის დაწვის მიზეზი გახდა, და ექსპერტიზის დასკვნაშიც წერია, ხელოვნურად გაჩენილი ხანძარი და ამავე დასკვნაში აღნიშნულია მთელი დინამიკა, როგორ მოხდა ეს ხანძარი [...] თავიდანვე გასარკვევი იყო, რამ გამოიწვია ხანძარი და ექსპერტიზის დასკვნით გარკვეულია, რომ ესაა ადამიანის ხელით გაჩენილი ხანძარი, - აღნიშნა ხარჩილავამ.

წალენჯიხის მერი შემთხვევას პოლიტიკურ დაკვეთას უკავშირებს.

ბრიფინგის დროს წარდგენილ დასკვნაში აღნიშნულია: "ავტომანქანაზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის გაჩენის კერა მდებარეობს ავტომანქანიდან დაახლოებით 3,5 მეტრ მანძილზე, საავტომობილო გზის შუა ნაწილში ასფალტის ზედაპირზე. საიდანაც ცეცხლი გავრცელდა ავტომანქანის მიმართულებით და გამოიწვია ძლიერი აალება". 

წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას მანქანას ცეცხლი 12 ოქტომბერს გაუჩნდა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა - მერს მანქანა სახლის წინ ჰყავდა გაჩერებული. მერი მაშინაც აცხადებდა, რომ ავტომობილი ტექნიკურად სრულად გამართული იყო და ვარაუდობდა, რომ ცეცხლის გაჩენაში ადამიანის ხელი ურევია.


close დახურვა