logo
ENG



Reuters: რუსეთი ინდოეთს მიმართავს სათადარიგო ნაწილებით დაეხმაროს

29 ნოე 202214:46
3 წუთის საკითხავი
clock 666
2022/11/29/szsc6nfxzs1aul5.jpg

სანქცირებულმა მოსკოვმა ნიუ-დელის მიმართა, რომ ავტომობილებისთვის, თვითმფრინავებისთვისა და მატარებლებისთვის სათადარიგო ნაწილები მიაწოდოს. როგორც Reuters წერს, რომელიც ოთხ წყაროს ეყრდნობა, რუსეთმა ინდოეთს 500 ჩამონათვალისგან შემდგარი სია გადასცა.

სააგენტო აზუსტებს, რომ უცნობია რა და რა რაოდენობით გაიგზავნება რუსეთში, თუმცა Reuters-ის წყარო ინდოეთის მთავრობაში აცხადებს, რომ სია თავისი მასშტაბით საკმაოდ უჩვეულოა.

Reuters აღნიშნავს, რომ სია 14 გვერდისგან შედგება. რუსეთი ითხოვს დაახლოებით 200 მეტალურგიულ ნივთს და ბევრ კომპონენტს საავტომობილო და საავიაციო ინდუსტრიისთვის: დგუშები, ზეთის ტუმბოები, ბამპერები, უსაფრთხოების ღვედები, სადესანტო მოწყობილობების კომპონენტები, საწვავის სისტემები, საკომუნიკაციო და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები, სამაშველო ჟილეტები და თვითმფრინავის საბურავები.

ჩამონათვალში ასევე ნახსენებია ნედლეული ქაღალდის წარმოებისთვის, ასევე ტექსტილის წარმოებისთვის მასალები და აღჭურვილობა.

მოსკოვის მოთხოვნა გაიგზავნა რუსეთში ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტამდე, რომელიც ნოემბერში განხორციელდა. ვიზიტის დროს განიხილეს ქვეყნებს შორის ორმხრივი ვაჭრობის გაზრდის აუცილებლობა.


close დახურვა