logo
ENG



საგამოძიებო სამსახურმა ხაჭაპურიძის მიმართ შესაძლო ფარულ მიყურადებაზე გამოძიება დაიწყო

30 ნოე 202216:57
3 წუთის საკითხავი
 

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის მიმართ შესაძლო ფარულ მიყურადებაზე გამოძიება დაიწყო.

"სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2022 წლის 30 ნოემბერს, მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების შესაძლო დარღვევის ფაქტზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად"- ნათქვამია განცხადებაში.

ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ მასზე ფარული მიყურადება ხორციელდება.

როგორც ადვოკატი აღნიშნავს, მის სახლსა და ავტომობილში მოსასმენი მოწყობილობა იპოვა, საცხოვრებელი სახლის მოპირდაპირე კორპუსზე კი მისივე თქმით, დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერა.


close დახურვა