logo
ENG



ზელენსკი: ომი დასრულდება ან მაშინ, როცა უკრაინა მოიგებს, ან როცა ეს რუსეთს მოუნდება

01 დეკ 202208:55
3 წუთის საკითხავი
clock 357
ზელენსკი: ომი დასრულდება ან მაშინ, როცა უკრაინა მოიგებს, ან როცა ეს რუსეთს მოუნდება

პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის გნცხადებით, ომი დასრულდება ან მაშინ, როცა უკრაინა მოიგებს, ან როცა ეს რუსეთის ფედერაციას მოუნდება. 

როგორც ზელენსკიმ The New York Times DealBook-ის სამიტზე განაცხადა, უკრაინელები რეალისტები არიან, მათ ესმით, რომ ომში არიან რუსეთის ფედერაციასთან და რომ მათ ტერიტორიაზე მიმდინარეობს ყველაზე დიდი სბრძოლო მოქმედებები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რასაც თან ახლავს ომის დანაშაულებები: წამება, გაუპატიურება, სარაკეტო თავდასხმები სამოქალაქო ობიექტებზე და ინფრასტრუქტურაზე.

"ეს დასრულდება მაშინ, როცა ჩვენ გავიმარჯვებთ ან როცა ამას რუსეთის ფედერაცია მოინდომებს. შეიძლება მოხდეს ისე, რომ რუსეთის ფედერაციას ეს მოუნდეს მხოლოდ მაშინ, როცა იგრძნობს, რომ სუსტია, იზოლირებულია და არ ჰყავს პარტნიორები", - განაცხადა ზელენსკიმ.

სწორედ ამიტომ, მისი თქმით, უკრაინის მხარდაჭერა პარტნიორებისა და მთელი თავისუფალი სამყაროსგან ასეთი მნიშვნელოვანია. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა პარტნიორებს უკრაინის მოქალაქეების დახმარებისა და მხარდაჭერისთვის, რომლებიც იძულებულნი გახდნენ თავშესაფარი ეთხოვათ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

ზელენსკის თქმით, ამ ომის ღირებულება, უპირველეს ყოვლისა, იზომება უკრაინის მოქალაქეების სიცოცხლით, რადგან ისინი იბრძვიან თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მთელ მსოფლიოში.

"ამიტომ, თუ უკრაინა დამარცხდება, ეს ომი გავრცელდება სხვა ტერიტორიებზე და შესაძლოა სხვა კონტინენტებზეც კი", - თქვა მან.


close დახურვა