ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ტოლაში კაცი მოკლეს.
არსებული ინფორმაციით, ტყეში ერთმა მეზობელმა მეორე დანით მოკლა. დამნაშავე მიიმალა. მომხდარს წინ უძღოდა მეზობლებს შორის დაპირისპირება.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ამ დროისთვის დაკავებული არავინაა.