logo
ENG



ევროპარლამენტარი: საგარეო კომიტეტი ვარჰეის საქმიანობის შესწავლას ითხოვს

03 დეკ 202213:08
3 წუთის საკითხავი
clock 405
2022/12/03/gk84hbss1607qsa.jpg

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტს სურს, გამოიძიოს გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ვარჰეის საქმიანობა იმ ცნობებთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებში ძირს უთხრის დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისთვის რეფორმათა განვითარებას.

ამის შესახებ ტვიტერზე ევროპარლამენტში სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფი წევრი, ტის როუტენი წერს. როუტენი შესწორების ტექსტს აქვეყნებს.

"კვლავ შეშფოთებულნი ვართ იმ ცნობების შესახებ, რომ სამეზობლო და გაფართოების საკითხებში კომისარი მიზანმიმართულად ცდილობს გვერდი აურას და ძირი გამოუთხაროს დემოკრატიული და კანონის უზენაესობის რეფორმების ცენტრალურობას ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებში; მოუწოდებს კომისიას დააინიციროს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება იმისა, არღვევს თუ არა კომისრის მიერ სამეზობლო და გაფართოების საკითხებში გამოვლენილი ქცევა და პოლიტიკა ევროკომისიის წევრების ქცევის კოდექსისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ კომისრის ვალდებულებებს", - ვკითხულობთ ტექსტში.

ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი წარმოშობით უნგრელია. მას ხშირად მოიხსენიებენ ბრიუსელში "ორბანის კაცად". თავის მხრივ კი უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი ერთ-ერთია იმ მცირე დასავლელ ლიდერს შორის, რომელიც ვლადიმერ პუტინთან ახლო ურთიერთობით გამოირჩევა.

15 ნოემბერს ოლივერ ვარჰეი საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა. პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა 12-პუნქტიან გეგმაზე აქტიურად მუშაობს.


close დახურვა