logo
ENG



ISW: პუტინი არ არის დაინტერესებული უკრაინასთან სერიოზული მოლაპარაკებებით

03 დეკ 202214:44
3 წუთის საკითხავი
clock 388
2022/12/03/xcwct5zzzax8294.jpg

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი არ არის დაინტერესებული უკრაინასთან სერიოზული მოლაპარაკებებით.

ინსტიტუტის თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა და კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა მოლაპარაკებების შესახებ განცხადებები იმიტომ გააკეთეს, რომ დასავლელ ოფიციალურ პირებს შთაბეჭდილება შექმნოდათ თითქოს რუსეთი დაინტერესებულია უკრაინასთან მოლაპარაკებით.

"პუტინის, ლავროვისა და პესკოვის განცხადებები ხაზს უსვამს იმას, თუ რა შეიძლება იყოს მათთვის წინასწარი სასურველი დათმობა: უკრაინისადმი დასავლეთის ფინანსური და სამხედრო დახმარების შემცირება, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების უკანონო ანექსიის აღიარება, NATO-სა და დასავლეთის სამხედრო მოქმედებების შეზღუდვა ევროპაში", - ნათქვამია განცხადებაში.

ამერიკელი ანალიტიკოსების თქმით, კრემლი ბუნდოვანი რჩება მოლაპარაკებების საკითხთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, იმისთვის, რომ დაარწმუნონ დასავლელი ოფიციალური პირები დაიწყონ მოლაპარაკების პროცესი მკაფიო განსაზღვრის გარეშე, მიმართული იქნება თუ არა ასეთი მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტის, სამშვიდობო პროცესის, თუ საბოლოო სამშვიდობო შეთანხმებისკენ.


close დახურვა