logo
ENG



რუსი ბიზნესმენი მიხაილ ფრიდმანი ლონდონში დააკავეს - TASS

03 დეკ 202221:35
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/03/tmufro9vus8caew.jpg

დიდი ბრიტანეთის დანაშაულის პრევენციის ეროვნული სააგენტოს (NCAცნობით, დააკავეს რუსი ბიზნესმენი, რომელსაც ფულის გათეთრებაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ შეთქმულების მზადებასა და ცრუ ჩვენების მიცემაში ედება ბრალი.

ბრიტანეთის უწყება არ ასახელებს ბიზნესმენის ვინაობას. მათი ცნობით, 58-წლის ბიზნესმენი 1-ლ დეკემბერს ლონდონში, საკუთარ სახლში დააკავეს. მის დაკავებაში უწყების 50 თანამშრომელი მონაწილეობდა. სახლის ჩხრეკისას კი  დიდი ოდენობით თანხა იპოვეს.

რუსული სახელმწიფო პროპაგანდისტული გამოცემა TASS წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ლონდონში დაკავებული რუსი ბიზნესმენი მიხაილ ფრიდმანია.

„ფრიდმანი პოლიციამ დააკავა. თუმცა ჩვენი ინფორმაციით ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს“ - უყვება წყარო TASS-ს.

გამოცემის ცნობით, მათი წყარო აცხადებს, რომ ბიზნესმენის დაკავების მიზეზები მისთვის უცნობია.

Alfa-Bank-ის პრესსამსახური კი TASS-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ მიხაილ ფრიდმანი სახლში იმყოფება და მათ არ იციან ვინ დააკავა ბრიტანეთის პოლიციამ.

„ჩვენ არ ვიცით ვის შესახებაა ეს სიახლე, მიხალ ფრიდმანი სახლშია და არა პატიმრობაში. ის ამ ამბავთან არაფერ შუაშია“ - აცხადებს Alfa-Bank-ის წარმომადგენელი.

ბიზნესმენის გარდა ბრიტანეთში ასევე დააკავეს 2 დაახლოებული პირი. ერთი მათგანი 35 წლის კაცია, რომელიც ბიზნესმენთან მუშაობდა. მასაც ფულის გათეთრებასა და პოლიციის ოფიცრის ხელის შეშლა ედება ბრალად.

მეორე დაკავებული კი 39 წლის კაცია, ვისაც ასევე ბრალი ედება ფულის გათეთრებასა და შეთქმულების დაგეგმვაში.

„ეს ოპერაცია არის NCA-ის ჩარევებიდან უახლესი, რომლის მიზანიც კორუმპირებული საერთაშორისო ბიზნეს ფიგურების და მათი კოლაბორაციონისტების საქმიანობის ჩაშლაზე“ - აცხადებს სააგენტო.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ევროკავშირმა Alfa Group-ის მფლობელ რუს ბიზნესმენს მიხაილ ფრიდმანს ბანკის სხვა მფლობელებთან ერთად სანქციები დაუწესა.

 
 

close დახურვა