უკრაინაში ქართველი მებრძოლის რომეო ფარულავას განცხადებით, დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში, ქართველი მებრძოლების ნაწილი, უკრაინელებთან ერთად, ალყაშია. ბახმუტი ზუსტად ის ადგილია, სადაც დღეს 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
ფარულავას თქმით, ალყაში ასევე ქართველი მეთაურია, რომელიც დაჭრილია. მებრძოლი ამბობს, რომ დაჭრილების გამოსაყვანად ყველაფერს აკეთებენ, მათ შორის დაწყებულია დაღუპულების ცხედრების გამოყვანის ოპერაციაც.
"ბახმუტის მიმართულებით ძალიან მძიმე ვითარებაა. დაჭრილია ქართველი მეთაური და მის ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებ. ბიჭები, რომლებიც დაღუპულები არიან, უკრაინელ ძმებთან ერთად, ცოცხლები არიან ალყაში მოყოლილი. უკრაინის თავდაცვის მიერ იგეგმება მათი გამოყვანის ოპერაცია. 5 ქართველია დაღუპული, ასევე ჩვენი უკრაინელი ძმებიც არიან დაღუპული... ალყიდანაც გამოვიყვათ ჩვენ ბიჭებს, უკრაინელ ძმებსაც გამოვყვანთ და ჩვენ დაღუპულებსაც გამოვიყვანთ. ბახმუტი ახლო მომავალში იქნება უკრაინის ხელისუფლების იურისდიქციის ქვეშ", - ამბობს რომეო ფარულავა შაბათის ფორმულას ინტერვიუში.