საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გოდერძის უღელტეხილის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
"რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი( ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ106-კმ123 (გოდერძის უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა", - წერია დეპარტამენტის განცხადებაში.