logo
ENG



Le Figaro: საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაპატიმრების შემდეგ მოწამლეს

05 დეკ 202223:17
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/05/yxiefrpsr8045q1.png

ფრანგული გამოცემა Le Figaro მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს და ამერიკელ ექიმებზე დაყრდნობით წერს, რომ ყოფილი პრეზიდენტი დაპატიმრების შემდეგ ციხეში მოწამლეს.

გამოცემა წერს, რომ ამერიკელი მეცნიერების მიერ ჩატარებული ანალიზებით ექსპრეზიდენტის ორგანიზმში დარიშხანი აღმოაჩინეს.

"მძიმე მეტალების კვალი, კონკრეტულად ვერცხლისწყლისა და დარიშხანის ნაპოვნია მის თმასა და ფრჩხილებში. მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია მისი დაპატიმრების შემდეგ". 

Le Figaro ასევე წერს, რომ მონაცემები აშშ-ის ორ დამოუკიდებელ ლაბორატორიაში გაანალიზეს და "ეჭვგარეშეა: თუ მას ადეკვატური მკურნალობისთვის ევროპულ ან ამერიკულ საავადმყოფოში არ გადაიყვანენ, მიხეილ სააკაშვილ ციხეში დაიღუპება".

ამერიკაში ჩატარებულ ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაში, რომელსაც პროფესორი დეივიდ სმიტი აწერს ხელს, წერია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილია მძიმე მეტალებისა და სხვა აგენტების არსებობა, მათ შორისაა ვერცხლისწყალი და დარიშხანი. ამ ნივთიერებებს უკავშირებს სპეციალისტი სააკაშვილის პათოლოგიურ სიმპტომებს.

ტოქსიკოლოგიურ დასკვნაში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ 3 ძირითად საკითხზეა საუბარი: ორგანიზმში მძიმე მეტალების არსებობაზე, მისი მკურნალობის პროცესში მედიკამენტების ჭარბ, არამიზნობრივ გამოყენებასა და პოლიფარმაციის შედეგად ტვინის ქერქის დაზიანებაზე.

სააკაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები მის უცხოეთში  სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ.


close დახურვა