ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმის თამარ დავარაშვილის თქმით, "სააკაშვილი საკვებს მცირე უფლებებით იღებს და ირგებს".
როგორც ექიმმა ფორმულასთან საუბრისას აღნიშნა, მას არც ერთ სამედიცინო დოკუმენტში არ უწერია, რომ ყოფილი პრეზიდენტი საკვებს გამიზნულად არ იღებს.
"მე მიწერია, რომ იღებს მისთვის სასურველ საკვებს, მცირე ულუფებით და ირგებს. არავის უთქვამს შიმშილობა. აქ მოსული იყო სახალხო დამცველის აპარატი და რეანიმატოლოგი, ბატონი გია გრიგოლია და ჩვენ ვისაუბრეთ, რატომ არ გამოვიდა და არ თქვა, რომ შიმშილობსო? ჩემი პაციენტი მეუბნება, თავისუფლად შეგიძლია, ინტერვიუ არ გასცეო. მკურნალმა ექიმმა არ უნდა გასცეს ინტერვიუ. ეს არის პაციენტის სურვილი"- თქვა დავარაშვილმა.
გუშინ, 6 დეკემბერს, ვივამედის მთავარმა ექიმმა ზურაბ ჩხაიძემ თქვა, რომ "პაციენტი იღებს მხოლოდ მისთვის სასურველ საკვებს და ისიც მისთვის სასურველ დღეებში".
"მკურნალობა არის რთული პროცესი, ძალიან ბევრია დამოკიდებული პაციენტზე. რა თქმა უნდა, უნდა იკვებოს სრულფასოვნად და უნდა ითქვას, რომ არ იკვებება სრულფასოვნად. პაციენტი იღებს მხოლოდ მისთვის სასურველ საკვებს და ისიც მისთვის სასურველ დღეებში. ყოველდღიურად არა. ეს არ ნიშნავს, რომ ვერ ჭამს, უფრო, ალბათ არ"- თქვა ჩხაიძემ.