logo
ENG



გლუკსმანი: ვაპირებთ მობილიზებას ევროპარლამენტში, რათა სააკაშვილი ევროპაში გადაიყვანონ

09 დეკ 202213:05
3 წუთის საკითხავი
 

ფრანგი ევროპარლამენტარი რაფაელ გლუკსმანი აცხადებს, რომ ევროპარლამენტი მომავალ კვირაში აპირებს მობილიზდეს იმისთვის, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროპულ საავადმყოფოში გადაიყვანონ.

ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ფეისბუქ გვერდზე დაწერა

"ვაპირებთ მობილიზებას სტრასბურგის პარლამენტში მთელი მომავალი კვირის განმავლობაში, რათა მიშა ევროპულ საავადმყოფოში გადაიყვანონ. რათა ჩვენმა ქვეყნებმა არ დაუშვან ხვალ პრეზიდენტის სიჩუმეში სიკვდილი, ვისი მოსმენაზეც გუშინ უარი ჯიუტად თქვეს". - წერს გლუკსმანი

ევროპარლამენტარის თქმით, "დღეს სააკაშვილის სიცოცხლე ძაფზე კიდია და ეს ძაფი ევროპაზე გადის". მისი აზრით, ევროპელ ლიდერებს შეუძლიათ გადაარჩინონ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლე და ქართული ოცნება ვერ გაუძლებს ევროპიდან ძლიერ, კოორდინირებულ წნეხს.

„დღეს ამერიკელი მეცნიერების ცნობით, ვინც მისი თმა და ფრჩხილები შეამოწმეს, მიშა მოწამლულია დარიშხანითა და ვერცხლისწყლით. დღეს მისი სიცოცხლე ძაფზე კიდია და ეს ძაფი ევროპაზე გადის. ჩვენს ლიდერებს აქვთ მისი გადარჩენის შესაძლებლობები. საქართველოს მთავრობა, რომელიც თუნდაც გარეგნულად ჩანს რომ ინარჩუნებს გაწონასწორებულ პოზიციას (პათეტიკურია) ბრიუსელსა და მოსკოვს შორის, ვერ გაუძლებს ძლიერ და კოორდინირებულ ევროპულ წნეხს.“ - აცხადებს გლუკსმანი.

მისი თქმით, ვინაიდან საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი ქართველია და ოლიგარქს, რომელიც აკონტროლებს ქვეყანას ასევე ფრანგული პასპორტი აქვს, პარიზს შეუძლია ამ პროცესებზე გავლენა მოახდინოს.

„თუმცა არაფერი ან ძალიან ცოტა ხდება. ჩვენს ლიდერებს, რომლებმაც ყველაფერი გაიგეს, შეიტყვეს და შეიცვალნენ, რჩებიან ჩუმად და პასიურად. როგორც ადრე, როგორც ყოველთვის“ - აცხადებს გლუკსმანი.

ფრანგი ევროპარლამენტარის თქმით, დღეს სააკაშვილი ოლიგარქი ივანიშვილის პირადი მძევალია.

„გულს მირევს იმის ნახვა, რომ კაცი, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, ვისაც ჰქონდა გამბედაობა რომ კრემლის ოფისის წინააღმდეგ წასულიყო როცა დასავლელი კანცლერები ერთმანეთს თავის დაკვრასა და კომპრომისებში ეჯიბრებოდნენ, ციხეში სუსტდება“ - აცხადებს გლუკსმანი.


close დახურვა