![ჩხრეკა გორში - საცხოვრებელ კორპუსში სპეცოპერაცია მიმდინარეობდა](/uploads/news/police23.jpg)
გორში სპეცოპერაცია ჩატარდა.
ფორმულას ინფორმაციით, კომბინატის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა. კერძოდ, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩხრეკა ჩატარდა, თუმცა უცნობია რას ეძებდნენ სამართალდამცველები.
ადგილზე რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული.
სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.