logo
ENG



პაპუაშვილი: ევროპარლამენტართა დებატები თავის არსში დაცლილი იყო ევროპისგან

14 დეკ 202212:07
3 წუთის საკითხავი
 
პაპუაშვილი: ევროპარლამენტართა დებატები თავის არსში დაცლილი იყო ევროპისგან

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გუშინ ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით გამართული დებატები "თავის არსში დაცლილი იყო ევროპისგან".

მისი თქმით, ევროპარლამენტში არის პოლიტიკოსთა ჯგუფი, რომლის მიზანიც ბიძინა ივანიშვილის დასჯა და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნებაა.

"2012 წლიდან მოყოლებული, ევროპარლამენტში არის პოლიტიკოსების ჯგუფი, რომლებსაც აქვთ მხოლოდ ერთი მიზანი, დასაჯონ ბიძინა ივანიშვილი, ხელისუფლებაში დააბრუნონ მიხეილ სააკაშვილი. ეს არის, წლების განმავლობაში ამას ვუყურებთ. მიზეზი, საბაბი შეძლება იყოს სხვადასხვა, მაგრამ არსი არის ერთი. სინამდვილეში, ეს არის ჯგუფი პოლიტიკოსებისა, რომლებიც არა საქართველოს მეგობარი, არამედ სააკაშვილის მეგობარია. მათი მიზანია ივანიშვილის დასჯა, ვინაიდან მან ჩამოაცილა ხალხთან ერთად მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას და სააკაშვილის დაბრუნებაა მათი მიზანი ხელისუფლებაში. ამას ხედავს ხალხი, ამიტომაც რეაქცია ასეთი ხალხის განცხადებაზე არ არის.

გუშინდელ დებატებს რაც შეეხება, გუშინ ვიხილეთ ევროპარლამენტი, დებატები, რომელიც თავის არსში დაცლილი იყო ევროპისგან, ვინაიდან ჩვენ ვნახეთ, რომ ევროპარლამენტის ტრიბუნა გამოყენებული იყო იმისთვის, რომ გავრცელებულიყო დეზინფორმაცია, თითქოს საქართველოში არის ოლიგარქია, გამოყენებული იყო იმისთვის, რომ გავრცელებულიყო პროპაგანდა, თითქოს საქართველოში ხელისუფლებაა მიტაცებული და ევროპარლამენტის ტრიბუნა გამოყენებული იყო იმისთვის, რომ პირდაპირი შეტევა განხორციელებულიყო დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებაზე. ეს სამწუხარო სანახავია, როდესაც ხედავს, რომ არის ჯგუფის პოლიტიკოსებისა, რომლებიც საკუთარ მეგობრობას სააკაშვილთან ამჯობინებენ ქვეყნის მიმართ ობიექტურ ინტერესებს", - თქვა პაპუაშვილმა.

გუშინ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა - ევროპარლამენტმა ისაუბრეს ბიძინა ივანიშვილის გავლენაზე ქვეყნის პოლიტიკურ გარემოში, ასევე მოუწოდეს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისკენ და ნიკა გვარამიას გათავისუფლებისკენ.


close დახურვა