logo
ENG



განცხადებები საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე

15 დეკ 202213:14
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში დემოკრატიის უკუსვლასთან დაკავშირებით, შეერთებული შტატების სენატის შემდეგ, განცხადებები ახლა უკვე წარმომადგენელთა პალატაში გაკეთდა. კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ სხდომაზე, კანონმდებლებმა და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, კავკასიის მიმართ - შეერთებული შტატების პოლიტიკა განიხილეს. ევროპისა და ევრაზიის საკითხებში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, კარენ დონ-ფრიდმა, კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, განახორციელოს ყველა რეფორმა, რაც საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მოაპოვებინებს.


close დახურვა