logo
ENG



POG: სქესობრივ კავშირზე უარის შემდეგ, კაცმა ქალს სახლთან ასაფეთქებელი მოწყობილობა დაუტოვა

16 დეკ 202214:47
3 წუთის საკითხავი
 
POG: სქესობრივ კავშირზე უარის შემდეგ, კაცმა ქალს სახლთან ასაფეთქებელი მოწყობილობა დაუტოვა

პროკურატურამ ახალქალაქში გენდერის ნიშნით, დამამძიმებელ გარემოებებში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის, სექსუალური ხასიათის კავშირის იძულებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ კაცი "სახელგამტეხი ინფორმაციის" გავრცელების მუქარით, ქალთან სქესობრივი კავშირის დამყარებას ცდილობდა.

პროკურატურის ცნობით, დაზარალებულისგან არაერთი უარის მიღების შემდეგ, 13 დეკემბერს, ბრალდებულმა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით და მოკვლის განზრახვით, დაზარალებულს სადარბაზოში, სახლის კართან ალკოჰოლურ სასმელთან და ტკბილეულთან ერთად პოლიეთილენის პარკში მოთავსებული საბრძოლო მდგომარეობამდე მიყვანილი ასაფეთქებელი მოწყობილობა დაუტოვა.

"ასაფეთქებელი მოწყობილობა, დაზარალებულის მიერ პოლიეთილენის პარკის გახსნის დროს მოვიდა მოქმედებაში, რის შედეგადაც, დაზიანდა მისი საცხოვრებელი ბინა.

პროკურატურამ დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის ,,“ და „“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში), 139-ე მუხლის პირველი ნაწილით (სექსუალური ხასიათის შეღწევის იძულება) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარება) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ უწყებაში. 

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.


close დახურვა